ოდორანტის ტრანსპორტირება ხაშურის მუნიციპალიტეტში

13/01/2021
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანისიის“, მიერ მიმდინარე წლის 13 იანვარს, განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ჩორჩანას გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებით.
 აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.