ოდორანტის ტრანსპორტირება კახეთის მიმართულებით

13/01/2021
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანისიის“, მიერ მიმდინარე წლის 13 იანვარს, განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება, კახეთის მიმართულებით, გამარჯვება 2 ის, ზემო მაჩხაანის, ზემო ქედის, ჩალაუბნისა და საგარეჯოს გაზგამანაწილებელი სადგურების  მიმართულებით.
 აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.